გაწბილებული ,,ღამის მგლები” უკბილოდ იღრინებიან

0
394
 პუტინის ბაფთიან ბაიკერებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.
 
ამ ფაქტით უკმაყოფილო  „ღამის მგლები“განცხადებით მიმართავენ  სხვა რუს ბაიკერებს ირონიზირებული რეკომენდაციებით, როგორ მოიქცნენ საქართველოს საზღვართან .
 
„საქართველოს საზღვარზე მომხდარი ბოლო მოვლენებისა და ქვეყანაში არშეშვებით დაზარალებულთა მხრიდან ჩვენი მისამართით გამოთქმულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით  საზღვარზე მოქცევის ორ ვარიანტს გთავაზობთ – ნათქვამია გამცხადებაში – პირველი: უთხარით, რომ თქვენ არ იზიარებთ „ღამის მგლების“ შეხედულებებს, არ ატარებთ „გეორგიევსკის ბაფთებს“, არ სტუმრობთ მემორიალებს და რომ ეს ყველაფერი პოლიტიკაა, რომელთანაც თქვენ არაფერი გაქვთ საერთო. 
რომ თქვენ კარგები ხართ, რომ სხვების ფასეულობები თქვენთვისაც ფასეულია და რომ თქვენი მოტომარში მხოლოდ სასტუმროებისკენ და კურორტებისკენაა მიმართული. 
უთხარით, რომ ეს „მგლები“ თავიანთი პატრიოტიზმით ხელს გიშლიან ევროპული ცივილიზაციით ტკბობაში.  
ეფექტის გასაძლიერებლად, შეგიძლიათ თან წაიღოთ აშშ-ის ან ევროკავშირის დროშა და გაიკეთოთ სამკლაური ცისარტყელას ფერებში – სავარაუდოდ, წარმატება გარანტირებული გექნებათ. 
 
ვარიანტი მეორე: სოლიდარობის ნიშნად, ჩვენთან ერთად გაიკეთოთ გეორგიევსკის ბაფთა, აიღოთ გამარჯვების დროშა, რათა ვაჩვენოთ მათ ერთიანობა ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ფასეულობის – ჩვენი გამარჯვების დასაცავად. 
გამარჯვება გამყოფი ზოლია მათთვის, ვინც მხოლოდ ყოფითი სიამოვნებისთვის ცხოვრობს და მათთვის, ვისაც ესმის, რომ უმაღლესი ფასეულობისთვის მოუწევს არამარტო ბრძოლა, არამედ ხელახლა გამარჯვებაც!
ის, ვინც ირჩევს ქცევის პირველ ვარიანტს, მონაა, რომელიც ელის მბრძანებელს და მზადაა, შენგენის გამო ყველაფერზე წავიდეს. 
სასაცილოა, მიიღო სხვების ფასეულობა, როგორც შენი – ვინ მოგცა? ჯერ შეიმუშავე ფასეულობები და მერე ილაპარაკე მათზე, როგორც შენზე! 
ჩვენი გამარჯვება ჩვენი ბაბუების სისხლის მდინარეებითაა მოპოვებული, ამიტომაც წარმოადგენს ჩვენთვის უმაღლეს ფასეულობას, რის გამოც მას ბოლომდე დავიცავთ. 
გილოცავთ დამდეგ გამარჯვების დღეს! დაე, ზეციურ სასუფეველში მყოფ ჩვენს ბაბუებს არცერთი ჩვენგანის გამო არ შერცხვეს!“
 
 
წინა სტატიაანგელა მერკელი, როგორც განხეთქილების ვაშლი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში
შემდეგი სტატიაკრიტერიუმები, რომლითაც დევნილები ფულად დახმარებას მიიღებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური