მთავარისიახლეებიმსოფლიოანგელა მერკელი, როგორც განხეთქილების ვაშლი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში

ანგელა მერკელი, როგორც განხეთქილების ვაშლი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში

Published on

გუშინ გამართულ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების სატელევიზიო დებატებისას, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა მწვავედ  გააკრიტიკა ემანუელ მაკრონი საფრანგეთ-გერმანიის კავშირების გაძლიერების განზრახვის გამო .
 
,, თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გავიმარჯვებ, მაშინ საფრანგეთის ფაქტობრივი მმართველი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იქნება. ანუ , როგორც არ უნდა იყოს, საფრანგეთის მმართველი შემდგომში ქალი იქნება. ეს ან მე ვიქნები ან ანგელა მერკელი“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
 
„რეალობა ის არის, რომ თქვენ უკვე ეწვიეთ ვიზიტით ქალბატონ მერკელს და მას კურთხევა სთხოვეთ, ვინაიდან, მისი თანხმობის გარეშე რაიმეს გაკეთებას არ აპირებთ“, – ირონიულად აღნიშნა მან მაკრონთან სატელევიზიო დებატებისას 
 
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „საბედნიეროდ, საფრანგეთს ყოველთვის ჰყავდა პოლიტიკოსები, რომლებსაც მომავალის განჭვრეტა შეეძლოთ“.
 
„გენერალმა დე გოლმა და კანცლერმა ადენაუერმა შესძლეს ერთად მუშაობა და შესაბამისად, დღევანდელი ევროპა ააშენეს“, – დასძინა მან.
 
შეგახსენებთ, ეს ბოლო სატელევიზიო დებატები იყო   საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში.  
არჩევნებამდე 4 დღით ადრე კანდიდატების 2-საათიან პირდაპირ ეთერში, დაპირისპირება ყველაზე ცხარე აღმოჩნდა. ულტრა მემარჯვენე მარი ლეპენის თქმით, მაკრონი იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში სოციალისტების მთავრობას ჰქონდათ. ემანუელ მაკრონის თქმით კი მარი ლეპენი წლების განმავლობაში ფრანგი ხალხის უარყოფით ემოციებზე თამაშობდა. მაკრონმა ლეპენისგან რამდენიმე უხერხული შენიშვნაც მიიღო. ულტრა მემარჯვენე კანდიდატმა კონკურენტს მოუწოდა არ ესაუბრა მასთან, როგორც მასწავლებელს მოსწავლესთან.
ბოლო სატელევიზიო დებატები   ემანუელ მაკრონის გამარჯვებით დასრულდა.
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...