ენმ მაღალი თანამდებობის პირების ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვს (Video)

0
399

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მაღალი თანამდებობის პირების ნარკოლოგიურ ტესტზე შემოწმებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში განაცხადეს. პარტიის წევრის ლევან თორიას განცხადებით, ისინი მიუწოდებენ ზუგდიდის მერიის და მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალი თანამდებობის პირებს ხვალ, 14 საათზე მათთან ერთად ნარკოლოგიურ ცენტრში ნარკოტესტზე შემოწმება გაიარონ. თორია ამბობს, რომ ზუგდიდს ნარკოლოგიური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები მართავენ.

ლევან თორიამ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ორი დღის წინ ზუგდიდში დაკავებულ საკრებულოს აპარატის უფროსთან ერთად იმყოფებოდა ქალაქის მაჟორიტარი-დეპუტატის მერაბ ქვარაიას ძმა, თუმცა მისი განცხადებით, ის ამ საქმიდან ქვარაიას ჩარევის შემდეგ "გააქრეს". ლევან თორიას განცხადებით, ზუგდიდში მიმდინარეობს გუბერნატორის და მერაბ ქვარაიას კლანებს შორის დაპირისპირება ძალაუფლების მოსაპოვებლად.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ღანამშრომლებმა წერეთლის ქუჩაზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, მას ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დაუდგინდა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაიყვანეს. დაკავებულმა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

 

 

წინა სტატიამინისტრ მღებრიშვილის შეურაცხმყოფელი კომენტარი ბაიკერების არშემოშვების ფაქტზე: „ნუ გეშინიათ, არ შემოვიდნენ“
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური