მთავარისიახლეებიეკონომიკაივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება - ,,ნაციონალური მოძრაობა'' კალაძეს სიცრუეში ამხელს

ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება – ,,ნაციონალური მოძრაობა” კალაძეს სიცრუეში ამხელს

Published on

ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ განაცხადა, მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 
 
„ქართული ოცნება“ მოსახლეობას ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა, მაგრამ ეს უკვე მერამდენედ ხდება გაზის ტარიფის მატება.-  ივლისიდან მოხდება გაზის ტარიფის ზრდის „შემოპარება“, რაც მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას, რადგან   გაზის ტარიფის ზრდა გამოიწვევს სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გაძვირებასაც.'' – ამბობს ოთარ სირაძე 
 
მისი თქმით,  „ეს არის კახა კალაძის არაკომპეტენტურობის და „ქართული ოცნების“ მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. მათ ვერ მოახერხეს ინვესტიციების მოზიდვა, ხდება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებების დადება, შეგახსენებთ „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხს, ასევე სასამართლო დავებს „ინტერ რაოსთან“, „ყაზტრანსგაზთან“. მათი ოთხწლიანი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ჩვენ მივიღეთ გაუფასურებული ლარი, თავის მხრივ, კი ვღებულობთ ტარიფების ზრდას“.
 
ოთარ სირაძე შეეხო   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიშსაც, რომელიც , გასულ პარასკევს განიხილა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. ანგარიშიდან ჩანს, რომ   საქართველომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს 6,4%-ით ნაკლები გაზი მოიხმარა, რასაც აბათუილებს კალაძის არგუმენტებს გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების სასარგებლოდ/: 
 
„კახა კალაძე აცხადებდა, რომ გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი იყო „გაზპრომიდან“ გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა, რამაც განაპირობა  ხელშეკრულების გაფორმება „გაზპრომთან“. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კალაძე იტყუებოდა და მოხდა პირიქით. ეს არის მინიმუმ თანამდებობის ბოროტად გამოყენება სასურველი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც თავის მხრივ, შეიცავს კორუფციის ნიშნებს. იმ პერიოდში, კალაძის გამოსვლები იმდენად პანიკური იყო, რომ შაჰ დენიზის კონსორციუმმა შარშან გამოყო 500მლნ მ3 გაზი დამატებით, საიდანაც საჭიროების არარსებობის გამო არც გვისარგებლია, ესეც მიუთითებს კალაძის ტყუილზე გაზრდილ მოხმარებაზე. მოვითხოვთ მთავრობისგან განმარტონ – რა ღონისძიებებს ატარებენ ტარიფების ზრდის თავიდან ასაცილებლად. კატეგორიულად მოვითხოვთ პროკურატურისგან, გამოიძიონ კალაძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის მოტივები“, – განაცხადა სირაძემ,
 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...