3 მაისს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

0
418
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ 3 მაისს, ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება.  
 
01:00 საათიდან 07:00 საათამდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
 
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზია  სარემონტო სამუშაოები, რომელიც რიკოთის საავტომობილო გვირაბში  ტარდება. 
 
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
წინა სტატიაინცინდენტი თბილისში – ტრანსგენდერები მეზობლებს შეურაცხყოფაში, სამართალდამცავებს უმოქმედებაში ადანაშაულეენ
შემდეგი სტატიაქუთაისური ,,გვირილობა” და ვექილ ჩიქოვანის გალათეა – საშა ჭილაია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური