როგორ და რატომ ებრძვიან საქართველოში ველოსიპედებს?

0
421
ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს.
 
მათი განცხადებით, ბათუმის მერიამ კერძო პირებს ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედების გაქირავება აუკრძალა.
 
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ელდარ ბოლქვაძე აცხადებს,    აქციის მონაწილეები გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას ითხოვენ.
 
"ბულვარის ტერიტორიაზე აქციას ვმართავთ, რადგან ბათუმის მერიამ ველოსიპედების გაქირავება აგვიკრძალა. რამდენიმე დღეა დავიწყეთ მუშაობა. მერიაში გვიცხადებენ, რომ ნებართვას არ მოგვცემენ, რადგან კანონით აკრძალულია. ვითხოვთ, ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას"- აცხადებს ელდარ ბოლქვაძე.
 
 
წინა სტატიაირაკლი კობახიძე პრეზიდენტს ,,სუბიექტურ პოლიტიკურ მიზნებში” ამხელს
შემდეგი სტატიათაზო ფაცაცია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური