მთავარისიახლეებიეკონომიკარატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულებ გაზპრომთან? - დღეს ნაციონალური მოძრაობა ისევ დააყენებს...

რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულებ გაზპრომთან? – დღეს ნაციონალური მოძრაობა ისევ დააყენებს დროებითი კომისიის შექმნის საკითხს

Published on

დღეს ნაციონალური მოძრაობა ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გაზპრომის თემაზე . საკითხის განხილვა გასულ კვირას იგეგმებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა.
 
„ჩვენი შიშები ამოჩნდა სწორი, სწორად ვითხოვდით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ვინაიდან, გუშინწინ პარლამენტში მოვისმინეთ სემეკის ანგარიში, სადაც აღმოჩნდა, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით გაზის მოხმარება შემცირდა 6.4%-ით. ამან გამოიწვია სწორედ გაზპრომთან ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ფინანსურად წამგებიანი ხელშეკრულების გაფორმება,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.
 
საპარალმენტო უმცირესობა კი აქცენტს ბიზნეს ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ინიციატივაზე გააკეთებს. პარლამენტის ფრაქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონების'' წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით, პირველად ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულზე, თუ დანაშაულის მასშტაბი განსაკუთრებით დიდი ოდენობის არაა, სასჯელი იქნება ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაო.
 
იზრდება ზღვრებიც, რომლის ზემოთაც იწყება ბიზნესის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...