მთავარისიახლეებისაზოგადოება,,აფხაზეთის ხმა'' გამორიცხავს იუსტიციის საბჭოს მიერ დაგეგმილ საცირკო სანახაობაში მონაწილეობას

,,აფხაზეთის ხმა” გამორიცხავს იუსტიციის საბჭოს მიერ დაგეგმილ საცირკო სანახაობაში მონაწილეობას

Published on

 

.რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი და  ტვ "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის კურატორი ლაშა ბერულავა განმარტავს, რომ იუსტიციის საბჭოში გამართულ   შეხვედრაზე, რომელიც სინამდვილეში საბჭოს პიარის დაგეგმვის პრეზენტაცია აღმოჩნდა, ,,აფხაზეთის ხმის'' მონაწილეობა იყო არასწორი კომუნიკაციის შედეგი  –  შეხვედრაზე  ტვ-ს წარმოადგენდა გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კორახაშვილის  ძმა, რომელიც დაუწყებული იყო, რომ იქ განიხილავდნენ პროექტებს, რომლებიც დაფინანსდებოდა დონორი ორგანიზაციების მიერ, ყოველგვარი საინფორმაციო ან საზოგადოებრივი გადაცემების დაფინანსების პირობისა და იუსტიციის საბჭოს დაგეგმვით მომზადებულ გადაცემებზე მსჯელობის გარეშე. 
 
,,არც რადიო "აფხაზეთის ხმა", არც ტვ და არც ვებგვერდი არ აპირებენ და მთელი კატეგორიულობით გამორიცხავენ იუსტიციის საბჭოს მიერ დაგეგმილ საცირკო სანახაობაში მონაწილეობას."აფხაზეთის ხმა" ამ  პიარში არ ჩაერთვება არანაირ დონეზე. შეხვედრაზე მიწვევის დადასტურება და თუნდაც შეხვედრაზე დასწრება არ ნიშნავს პირობების მიღებას – "აფხაზეთის ხმის" სარედაქციო პოლიტიკა არ უშვებს ამგვარი "თანამშრომლობის" მცირე შესაძლებლობასაც კი''.- წერს ლაშა ბერულავა.
 
საქმე  ეხება  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  მიერ ინიცირებულ მოლაპარაკებებს მედიასაშუალებებთან, რომლის მიზანია საბჭოს წევრებმა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, მედიასთან ერთად   მოამზადონ  საიმიჯო მედიაპროდუქტი და რეპორტაჟები. როგორც  მედიის წარმომადგენლებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ითქვა, ,,სასამართლოს, მოსამართლის რეპუტაციის  გამყარებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მზად არიან  პირდაპირ ითანამშრომლონ მედიასაშუალებებთან და ამაში ფულიც ჩადონ''.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას და მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებს კრიტიკა სამოქალაქო სექტორშიც მოჰყვა. ინიციატივა ეთიკის ქარტიამაც გააკრიტიკა. მათი შეფასებით ეს ნიშნავს,    საბჭოს წევრების დაუფარავ სურვილს   თვითონ ჩაერიონ გადაცემების შინაარსობრივ მხარეში, წინასწარ შეათანხმონ კითხვები და საკითხები, უკარნახონ და მიუთითონ ჟურნალისტებს, როგორ უნდა გაშუქდეს სასამართლოს საქმიანობა. 
 
სოციალურ ქსელებში ქვეყნდება სტატუსები, რომლებშიც ეს ფაქტი შეფასებულია როგორც უპრეცედენტოდ სამარცხვინო ამბავი: ,,სასამართლოს, თუ უნდა, თავის ვებზე დაიწყოს საინფორმაციო და სიუჟეტების კეთება, თავისი ძალებით, ეს რა უბდურებაა, ნინო გვენეტაძე ფსკერზეა''- წერს ერთერთი ინტერნეტმომხამარებელი. 
 
მძაფრი რეაციის პასუხად  იუსტიციის საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე, საბჭოს პიარ გეგმასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს: . 
 
მურუსიძე განმარტავს, რომ კრიტიკა, რომელიც საკითხის გაჟღერებას მოჰყვა უსაფუძვლოა. მისი თქმით, გეგმა სასამართლო სისტემის პოპულარიზაციასა და რეპუტაციის ამაღლების მიზნით გადაცემების მომზადებას ეხება.
"მე მახსოვს, "რუსთავი 2" რამდენიმე წლის წინ აკეთებდა ძალიან კარგ პროგრამას, რომელსაც "პროკურორი" ერქვა. კარგი პროექტი იყო. ანალოგიურის გაკეთება გვინდოდა ჩვენც. აღმოჩნდა, რომ პირველი დარტყმა "რუსთავი 2-სგან" მივიღეთ. რატომ ვართ ჩვენ ახლა უნიათოები, უუნაროები და რატომ იყო მაშინ ის გადაცემა კარგი?"-  აცხადებს მურუსიძე.
 
მურუსიძეს პასუხი უკვე გაეცა, მაგრამ აქვს კი მას ამ პასუხში ჩაწვდომის უნარი?
 
 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...