მთავარისიახლეებიეკონომიკარომან გოცირიძე: უნდა აგოს თუ არა პასუხი ენერგეტიკის მინისტრმა თუნდაც ცრუ ინფორმაციის...

რომან გოცირიძე: უნდა აგოს თუ არა პასუხი ენერგეტიკის მინისტრმა თუნდაც ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო?

Published on

,,შენ ჩემთვის რა გატირებდა, მე შენთვის რა მირგიაო'' –  კახი კალაძის გაზპრომთან შეხმატკბილება და მასთან დაკავშირებით მალემრწმენი ადამიანებისთვის თავსმოხვეული ილუზიები განქარდა.  დრომ და ცხოვრებამ ნულამდე დაიყვანა ენერგეტიკის მინისტრის ყველა არგუმენტი გაზპრომთან ხელშეკრულების სასარგებლოდ. 
 
,,გემახსოვრებათ, თუ როგორ ატეხა პანიკა ენერგეტიკის მინისტრმა , ქვეყანაში გაზის მოხმარება იზრდება, აზერბაიჯანს გაზი არ აქვს და თუ გაზპრომისაგან არ ვიყიდით, გავიყინებითო. ამისთვის კი საჭიროა გაზპრომთან დათმობებზე წასვლა და ჩვენთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაო.
 
ეს პანიკა შახდენიზის კონსორციუმმაც კი დაიჯერა და სასწრაფოდ საქართველოს დამატებით გამოუყო 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი. 
 
გუშინ, პარლამენტში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მოსმენისას გაირკვა, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით საქართველოში გაზის მოხმარება არა თუ გაიზარდა, არამედ შემცირდა 6,4 პროცენტით. ბუნებრივია, არც აზერბაიჯანიდან საგანგებოდ გამოყოფილი გაზი დაგვჭირდა და მითუმეტეს, არც გაზპრომიდან. ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულებას კი მაინც მოეწერა ხელი. 
 
გეკითხებით: უნდა აგოს თუ არა პასუხი ენერგეტიკის მინისტრმა თუნდაც ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო? – სვამს კითხვას ნაციონალური მოძრაობის ლიდერი  რომან გოცირიძე. 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...