მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი: „მოითხოვე ქართული!“

საქართველოს პრეზიდენტი: „მოითხოვე ქართული!“

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა. მარგველაშვილს ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალციხის რაიონებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც ,,კონსტიტუცია ყველასია“, ასევე „მოითხოვე ქართულის“ კამპანიის ფარგლებში.
 
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვარძიას ეწვევა და 2016 წლის 1-ელ ნოემბერს ხანძრის შედეგად დაზიანებულ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს დაათვალიერებს.
 
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა 2016 წლის 1-ელ ნოემბერს ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კედლის მოხატულობის კვლევა, კედლის ფრესკების ზედაპირული წმენდა ჭვარტლისაგან, მოხდა ფერწერული ფენის ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება; შემუშავდა სარკმელების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის საინსტალაციოდ აუცილებელი რეკომენდაციები. 
 
კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში კი, პრეზიდენტი ფოკას ეწვევა, დედათა მონასტერში შექმნილ ნაწარმს დაათვალიერებს, სოფელ წნისში კი, მეცხოველეობის ფერმას მოინახულებს. 
 
საპრეზიდენტო კამპანიით „მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის გზით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
 
28 აპრილს გიორგი მარგველაშვილი ახალციხის უნივერსიტეტებში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიების ფარგლებში სტუდენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობოებთან გამართავს შეხვედრას და საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ირგვლივ დებატებს გამართავს.
 

სიახლეები

თავისუფლების მოედანი BBC-ის გამოძიებაზე- ვემზადებით საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად

პარტია თავისუფლების მოედანი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეხმაურება. მათი შეფასებით, ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე...

ველით გამჭვირვალე გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებებზე-ჰიპერი

ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი...

“ქართული ოცნება” BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის...

ელისაშვილი: ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

  მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ...