მთავარისიახლეებისაზოგადოებაპუტინის მგლების შემოსევა საქართველოში?

პუტინის მგლების შემოსევა საქართველოში?

Published on

,,რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირი" 9 მაისისთვის საქართველოში პერფომანსს გეგმავს.  ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი ყიფიანის განცხადებით,  ამავე დროს იგეგმება თბილისში  რუსი ბაიკერების ,,ღამის მგლების '' ჩამოსვლაც. კავშირის  საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს გარანტიებს, რომ  საქართველოს მოქალაქეები მათ პრობლემებს არ შეუქმნიან.
 
ახალგაზრდული კავშირის ინიციატივას ეხმაურებიან ქართველი ბაიკერები. ისინი  „ფეისბუქში“ Georgian Moto Club – "MyMoto" (OFFICIAL) გვერდზე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ  9 მაისს ვაკის პარკში შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ პუტინის საყვარელი მგლების თბილისში ჩამოსვლას გეორგიევსკის ბაფთით შემკული მოტოებით
 
ქართველი ბაიკერები  მოუწოდებენ მოსახლეობას, ყურადღებით იყვნენ და სადაც დაინახავენ ნარინჯისფერ-შავ ზოლებში ბაფთებით შემკულ მოტოებს, ბაიკერებს მოსთხოვონ ბაფთის მოხსნა. 
 
„მეგობრებო! რუსეთში მაისის დღესასწაულებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში დასასვენებლად, ასევე ამ დღეებს ამთხვევენ ე.წ. "მოტო პრაბეგს" რუსი ბაიკერები ("ღამის მგლების" ბაიკერთა კლუბი, მათი ლიდერის "ქირურგის" მეთაურობით, რომლებიც პუტინის პოლიტიკის მთავარი მომხრეები არიან), რომელსაც ასრულებენ 9 მაისს თბილისში. მანქანების უმეტესობას და მოტოებს სავარაუდოდ ეკეთება ის ცნობილი "გიორგიევსკის ლენტა" რომელიც ჩვენთვის და, იმედია, ბევრი ქართველისთვის წარმოადგენს ოკუპანტის სიმბოლოს და ამ ლენტის ფრიალი საქართველოში  შეურაცხმყოფელია – ,  არ გავატაროთ მსგავსი თავხედობა და ყველა ფაქტს შევხვდეთ პრინციპულად და უკომპრომისოდ. მე მგონი, დროა გაიგონ რომ ყველგან მაგათი სამშობლო არაა და პატივი უნდა სცენ მასპინძელი ქვეყნის ფასეულობებს. გთხოვთ ყველას, იყავით მაქსიმალურად ყურადრებით, თუ სადმე გადააწყდით, ან დაგვიკავშირდით ჩვენ, ან თვითონ სთხოვეთ ბაფთის მოხსნა“, – წერენ ქართველი ბაიკერები.
 

სიახლეები

თავისუფლების მოედანი BBC-ის გამოძიებაზე- ვემზადებით საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად

პარტია თავისუფლების მოედანი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეხმაურება. მათი შეფასებით, ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე...

ველით გამჭვირვალე გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებებზე-ჰიპერი

ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი...

“ქართული ოცნება” BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის...

ელისაშვილი: ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

  მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ...