მთავარისიახლეებიეკონომიკა,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' ყვავს კაკალი გააგდებინა - მთავრობა თანახმაა გადასახადისგან თავის არიდებისათვის პასუხისმგებლობის...

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ყვავს კაკალი გააგდებინა – მთავრობა თანახმაა გადასახადისგან თავის არიდებისათვის პასუხისმგებლობის ზღვარი 10 ათასიდან 100 000 ლარამდე ასწიოს

Published on

,,მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი სიტყვასიტყვით იმეორებს იმას, რაც მმართველ გუნდს შევთავაზეთ. ეს არის ზუსტი ასლი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუკი ჩვენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზღვარის  500 000 ლარამდე აწევისთვის ვიბრძოდით, მთავრობამ კი მხოლოდ 100 000 ლარამდე ასწია. ამასთან გვინდა 500 000 ლარამდე ოდენობის გადასახადის გადახდისგან თავის არიდებაზე სუბიექტი მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაისაჯოს და დაჯარიმდეს, მაგრამ არა უშავს, ესეც კარგია და შეესაბამება ქართული ანდაზის პრინციპს – „ყვავს კაკალი გააგდებინეო“. – ასე აფასებს  საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე   მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გადასახადისაგან თავის არიდებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ისახავს მიზნად.
 
მისი თქმით, ეს  ოპოზიციის შრომის შედეგია და მოწმობს, რომ მას  შეუძლია ხელისუფლებას ჯანსაღი იდეები მოახვიოს თავს''. 
 
დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც შვიდი კანონპროექტისგან შედგება. აქედან 6 საკანონმდებლო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ხოლო ერთი ინიციატივა გადასახადისგან თავის არიდებაზე ზღვარის გაზრდას ისახავს მიზნად. ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივის გათვალისწინებით ასეთ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა მაშინ დაეკისრება, თუკი თანხა 500 000 ლარს აღემატება. აქამდე ეს ზღვარი 10 ათასი ლარი იყო. 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...