მთავარისიახლეებიპოლიტიკაგურგენ სართანია: "ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა"

გურგენ სართანია: “ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა”

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული საჯარო პირების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც გამგებლის ყოფილი მოადგილე, გურგენ სართანია დაიკითხა. მისი მტკიცებით, პოლიტიკური დევნა მასსა და მისი მეგობრების მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც ის „პატრიოტთა ალიანსიდან“ გამგებლობის კანდიდატად დარეგისტრირდა. გიზო სართანია ამბობს, რომ გამგეობის თანამშრომელს, რომელიც მისი მეგობარია, ემუქრებიდნენ რომ არჩევნებიდან მეორე დღეს დატოვებდა თანამდებობას, მის მიმართ იყო როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფაც. გურგენ სართანიას ინფორმაციით, მან ამის შესახებ ესაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას. მისი სიტყვებით – „ის დამპირდა, რომ რომ დევნა შეწყდებოდა, თუმცა მომატყუა“ – ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია.
 
რაც შეეხება ატესტაცია, გურგენ სართანია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მას დაუკავშირდა მამუკა წოწერია და უთხრა, რომ ლაშა გოგიას თხოვნით, თანამშრომელთა ატესტაცია უნდა ჩატარებულიყო.
„გავამარჯვებინეთ ლაშა გოგიას, მე ვრჩებოდი იქ და წოწერიამ გოგიას ნათქვამი გადმომცა, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ამაზე მე უარი ვუთხარი და მივიღე პირობა, რომ ატესტაცია მხოლოდ კვალიფიკაციის შესამოწმებლად, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდებოდა, თუმცა, მოხდა პირიქით“, – განაცხადა სართანიამ.
 
აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. მამუკა წოწერიას თქმით, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. 
„ატესტაციის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი და ეს ინიციატივა სართანიას შევთავაზე. ატესტაციის მიზანი კი მხოლოდ თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და ზოგადად, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ეფექტურობის შემოწმება იყო“ – ამბობს მამუკა წოწერია.
 
აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 4 მაისს გაიმართება.
 

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...