ყაჩაღური თავდასხმა სენაკში- ჯალაღონიების ოჯახის წევრი ქალები თავდამსხმელებმა ჯერ ცემეს, შემდეგ კი გაკოჭეს

0
395
2017 წლის 23 აპრილს ღამის საათებში დაუდგენელმა ნიღბიანმა პირებმა  ცეცხლსასროლი იარაღებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის თემში მცხოვრებ ქეთინო ჯალაღონიას ოჯახზე . ოჯახის წევრები ასაკოვანი ქალი და შვილი ქეთინო ჯალაღონია ჯერ ცემეს შემდგომ გათოკეს და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაეუფლნენ ყაჩაღები ოჯახის კუთვნილ ოქროს სამკაულებსა და დიდი ოდენობით ფულად თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის თემში მცხოვრებ ქეთინო ჯალაღონიას ოჯახზე დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 179-მუხლით მიმდინარეობს,რაც ყაჩაღობას გულისხმობს.ამავე უწყებაში ქეთინო ჯალაღონიას და მისი ქალიშვილის ცემის ფაქტს არ ადასტურებენ.
წინა სტატიამერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმე – როგორ შეიძლება ადამიანმა არჩადენილი დანაშაული აღიაროს?
შემდეგი სტატიაარიქა, არ დაგვეღალოთ! – მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური