,,პირველი რადიო”: ბიძინა ივანიშვილმა “ურეკი რეზიდენსის” 100 %-იანი წილი ბერა ივანიშვილს მიჰყიდა

0
405

"ბიძინა ივანიშვილმა შპს "ურეკი რეზიდენსის" 100 % წილი, მის ვაჟს, ბერა ივანიშვილს 4 მილიონ ლარად მიჰყიდა. ამის შესახებ განცხადებას ,,პირველ რადიოსთან'' საუბარში "  "ახალი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, აკეთებს. დოკუმენტების მიხედვით, ბერა ივანიშვილს 4 მილიონი ლარის დასაფარად 15 დღიანი ვადა აქვს.
 
"ბიძინა ივანიშვილი და მისი ვაჟი ბერა ივანიშვილი ერთმანეთში ვაჭრობით არიან დაკავებულები. ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შპს "ურეკი რეზიდენსის" 100 % წილი, მის ვაჟს, ბერა ივანიშვილს 4 მილიონ ლარად მიჰყიდა.
 
საინტერესოა , როცა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მამა-შვილი ივანიშვილები ერთმანეთთან ვაჭრობით და მილიონების გაცვლით არიან დაკავებულები. საინტერესოა, რომ ხელშეკრულებაში ბიძინა, მის ვაჟს, ბერას 15 დღიან ვადას აძლევს 4 მილიონი ლარის დასაფარად"-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
 
მისივე თქმით, საინტერესოა დადგინდეს, რა არის აღნიშნული კომპანიის რეალური საბაზრო ღირებულება და რა ღირს მისი 100% იანი წილი.
 
ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ნასყიდობა, შესაძლოა, ფულის გათეთრების მიზნით ხდებოდეს.
წინა სტატიაქუთაისში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორსული ქალბატონი
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოთვის ოდესღაც ზარბაზნების გამოყენებით იბრძოდა, ახლა– ფულისა და პოლიტიკური სვლების მეშვეობით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური