მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში შტორმია, მესტიაში - თოვლი, სამეგრელოსა და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში ძლიერი...

ბათუმში შტორმია, მესტიაში – თოვლი, სამეგრელოსა და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

Published on

დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდ.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ავდარმა საქართველოს რიგ ქალაქებში, მათ შორის  თბილისში, და რუსთავსა და ბათუმში გარკვეული პრობლემები შექმნა.
ძლერმა ქარმა თბილისის უბნებში, ძირითადად,  ვარკეთილში, დიდი დიღომში, გლდანში, ნუცუბიძის პლატოზე დრამდენიმე ადგილზე ხეებს ტოტები დაამტვრია, დააზიანა სარეკლამო ბანერები და საცხოვრებელი სახლების სახურავები,დაზიანებულია ავტომანქანებიც.
 გამოძახებები დაფიქსირდა ასევე რუსთავში. აქ ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები  დააზიანა, სახურავები გადახადა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსსს,  თუნუქის სახურავის ნაწილი  დაეცა ავტომობილს და უკანა საქარე მინა ჩაამხვრია. 
 
სინოპტიკოსები დღეს 4-5 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ ბათუმში, რომელსაც გუშინ ძლიერმა ქარმა გადაუარა, ქარი ამჟამადაც ქრის და  წვიმს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, რეგიონში მოსალოდნელი საშტორმო მდგომარეობის გამო, "შპს „ბათუმის წყალის“ მობილური ჯგუფები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, სპეცტექნიკა უწყვეტ რეჟიმში წმენდს ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხებს . სპეცტექნიკის მეშვეობით უწვეტად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები", – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
უამინდობაა  დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. სინოპტიკოსების ცნობით,  დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში  მოსალოდნელია წვიმა, ზოგან- ელჭექი. მაღალმთიან რაიონებში თოვლი, შესაძლოა ქარბუქიც. საქართველოს უმეტეს რაიონში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება. 
 
ამჟამად თოვს მესტიაში, სადაც თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს შეადგენს, გუდაურში თოვლჭყაპია. დღეს შესაძლოა ითოვოს შოვშიც. მაღალმთაში თოვა ხვალ შეწყდება.
 
მოსალოდნელია, რომ დღეს ღამით ქარი ჩადგება თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში,  თუმცა ხვალ დღის პირველ ნახევარში ქარის მიმართულება შეიცვლება და ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების  იქროლებს,  დროგამოშვებით დაახლოებით წამში 26-28 მეტრი სიჩქარით. 
 
ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს. დღის ბოლოს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ეჭექით. 
 
23 აპრილს შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. 
 
24 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი. შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე თბილისის გარეუბნებში ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.
 
24-25 აპრილს საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-16 გრადუსია მოსალოდნელი. 
 
თბილისში, 24 აპრილს ღამის საათებში კვლავ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 25 აპრილსაც შენარჩუნდება. შესაბამისად, 24-25 აპრილს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსია მოსალოდნელია. 
 
საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...