მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისი უნგრეთის პრემიერ მინისტრს მასპინძლობს

თბილისი უნგრეთის პრემიერ მინისტრს მასპინძლობს

Published on

 დღეს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს,  რის შემდეგაც   მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
 
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერის ვიზიტის ფარგლებში  მიმდინარე შეხვედრების მთავარი განსახილველი  თემებია პოლიტიკური ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში  და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ყურადღება აქცენტირებულია  საინვესტიციო მიმართულებაზე და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესზე  საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი; 
 
დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ; 
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
შეხვედრისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას  კიდევ ერთხელ დაუდასტურ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
 

ვიქტორ ურბანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მას ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან
დღესვე დაგეგმილია საქართველო – უნგრეთის ბიზნესფორუმი, რომლის მონაწილეებსაც სიტყვით მიმართავენ გიორგი კვირიკაშვილი და ვიქტორ ორბანი.
 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...