აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებას ზურაბ აბაშიძე უარყოფს

0
403
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი, განსაკუთრებული კრიტიკის საგანი გახდა.ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. რუსეთის საელჩოს გახსნის ცერემონიალზე, სერგეი ლავროვთან ერთად გრიგორი კარასინიც იმყოფებოდა.  ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საერთოდ არ განიხილება აბაშიძე-კარასინის ფორმატის ჩანაცვლება.აბაშიძე ასევე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ხდება ოპონენტების მხრიდან აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო გახსნის საკითხის გააქტიურება.პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, არანაირი მოლაპარაკება აღნიშნული საკითხზე არ მიმდინარეობს.„აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. არც იგეგმება, არც არის დღის წესრიგში ასეთ რამ. ეჭვის უფლება ყველას აქვს, ეს პიროვნული ბუნებიდანაც მომდინარეობს ალბათ, ეჭვი, ყველგან ტყუილია, ყველგან ცრუობენ. ოთხი წელია მისვამენ ამ კითხვას, ოთხი წელია ერთი და იგივე პასუხს ვიძლევი. ამ ოთხი წლის მანძილზე რაღაც რომ ყოფილიყო გამოჩნდებოდა."შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგის შესახებ, რომელიც საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის გაფორმდა, იქ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ არის ნახსენები საერთოდ,“-განმარტავს ზურაბ აბაშიძე.
 
წინა სტატია20-22 აპრილს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტება
შემდეგი სტატიასაკრებულომ გარე ვაჭრობის რეგულირების წესი ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური