სოხუმი შეიძლება ამრა გახდეს, ხოლო გახდება თუ არა ამრა საქართველოს დედაქალაქი მომავალი გვიჩვენებს

0
407
შალვა ნათელაშვილი კვლავ დაბეჯითებით მოითხოვს სოხუმის დედაქალაქად გამოცხადებას.
 
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და სოხუმი დედაქალაქად გამოაცხადოს.  მან ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
 
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს რუსეთისთვის მიყიდვის ეტაპი გააქტიურა. მისი თქმით, "თუ მოღალატეობრივად გაგრძელდა ეს პოლიტიკა აფხაზეთსა და ოსეთს დავკარგავთ." 
 
ნათელაშვილის ეს განეორებითი განცხადება პირდაპირ უკავშირდება რუსეთის საგარეო საქმეთა მისნისტრის სერგეი ლავროვის ოფიციალურ ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსეთის საელჩოს შენობის ახალი კომპლექსის გახსნას სოხუმში. 
საქართველოს ხელისუფლება კი  მუშტებს ჰაერში იქნევს და ვერ აცნობიერებს თავისი უმოქმედობის შედეგს, რომელიც გამოიხატა თუნდაც აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მიმართ ამ დღეებში გაკეთებულ მკვეთრ განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთი აღარ იყოს საფრთხე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის,   სამწუხაროდ ამ განცხადებაში საქართველო ნახსენები არ არის. 
 
ამასობაში კი აფხაზეთში სეპარატისტები მთელი სერიოზულობით განიხილავენ სოხუმისთვის სახელის გადარქმევის საკითხს, თუ განხილვა შეთავაზების ავტორების – აფხაზი ენათმეცნიერებისა და დემოგრაფების ამ ჯგუფის  გამარჯვებით დასრულდა, სოხუმი შეიძლება  ამრა გახდეს, ხოლო გახდება თუ არა ამრა საქართველოს დედაქალაქი თუნდაც ქაღალდზე მომავალი გვიჩვენებს.
 
 
წინა სტატიადაიწყება თუ არა წელს ხუდონჰესის მშენებლობა?
შემდეგი სტატიაყანწების ტრიალი აფხაზეთში. ვისთვის მთავრდება კინო ,,მარტო სახლში” ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური