საქართველოს ხეებს ქარი და ივანიშვილი ერთად დაერია

0
412
გუშინ, გვიან ღამით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ძლიერი ქარმა ხე მოგლიჯა. ხე ავტომობილს დაეცა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. 
ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით,  ამავე ქუჩაზე რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა. 
ძლიერმა ქარმა ხე ადლიის დასახლებაშიც მოგლიჯა, რამაც გაზის მილი დააზიანა. 
 ხე წაიქცა პუშკინის და შაუმიანის ქუჩაზეც, რასაც შესაბამისი სამუშაოები უტარდება. 
"შაუმიანისა და პუშკინის ქუჩებზე ქარმა კედარის ხე მოგლიჯა, ხოლო ადლიაში ხის დაცემის შედეგად გაზის მილი დაზიანდა. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ," – განაცხადეს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 17 ივნისს აჭარაში ინტენსიურად გრძელდებოდა მოსამზადებელი სამუშაოები მორიგი ასწლოვანი ხის გადასატანად ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. 
წინა სტატიახაჯიმბასთან ლავროვი ჩადის, გალში ქართველებს ღვთისმშობელი გვეცხადება – ამბობენ ოკუპირებულ გალში
შემდეგი სტატიარუსეთი აფხაზებს მასიურად დაურიგებს „ორმაგ მოქალაქეობას?”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური