პარლამენტში სუსის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს ისმენენ

0
388
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დღეს პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.
 
„პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსვლით პასუხები ბევრ კითხვას გაეცემა, მათ შორის ოპოზიციის მუდმივ წუხილს იმის თაობაზე,  მოვა თუ არა პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ჩააბარებს თუ არა პარლამენტს ანგარიშს.- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. –  ანგარიში საჯაროა, რომელიც გამოქვეყნებულია და ხელმძღვანელის მიერ მისი წარდგენა საჯაროდ მოხდება. ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ,  პირადად ადევნოს თვალი ანგარიშის წარდგენას. რაც შეეხება კითხვა-პასუხის რეჟიმს, იგი  დახურულ ფორმატში შედგება იქნება.''
 
მისი თქმით, ეს არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ანგარიშის საჯაროობას. დახურვა აუცუებელია, რადგან  გვახსოვს, რომ კომიტეტის სხდომაზე, როგორც კი ჟურნალისტებმა დარბაზი დატოვეს, ოპოზიციონერებმა რიტორიკა შეცვალეს და საქმიან ფორმატში გააგრძელეს განხილვა. როგორც ჩანს, ქცევა კამერებთან და მის გარეშე, გარკვეულწილად განსხვავდება. 
 
 პარლამენტის რეგლამენტი პლენარული სხდომის დახურვას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუკი განსახილველი საკითხი საიდუმლოების დაცვას საჭიროებს. პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. 
 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური თავის ენერგიას და რესურსს ახმარს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ადამიანების უკანონო მოსმენას და არა სახელმწიფო ინტერესების დაცვას. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში გამოსვლა საჯარო უნდა იყოს. 
 
„ფარული მოსმენების“ შესახებ კანონის განხილვისას ჩვენ დავინახეთ, როგორი გააფთრებით იბრძოდა მთავრობა ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად. ეს არის საარჩევნო ინსტრუმენტი. სუს-ი მტრებს უნდა ებრძოდეს, ჯაშუშებს უნდა ავლენდეს და აქტიური მოქალაქეების მოსმენა-თვალთვალით არ უნდა იყოს დაკავებული. სხდომის მნიშვნელოვანი დიდი ნაწილი ღია უნდა იყოს, ხოლო სპეციფიკურ საკითხებზე საუბრისას სხდომა შესაძლებელია დაიხუროს ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ. 
 
წინა სტატიარუსეთი აფხაზებს მასიურად დაურიგებს „ორმაგ მოქალაქეობას?”
შემდეგი სტატიამამაკაცი, რომელსაც 5 დღეა მტკვარში ეძებენ, შსს-ს ინფორმაციით, მოკლეს და მდინარეში გადააგდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური