მამაკაცი, რომელსაც 5 დღეა მტკვარში ეძებენ, შსს-ს ინფორმაციით, მოკლეს და მდინარეში გადააგდეს

0
399
მაშველები 5 დღეა მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ეძებენ, მოკლულია. გავრცელებული ცნობით, მკვლელობა რამდენიმე დღის წინ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მამაკაცი მოკლეს, რის შემდეგაც მისი ცხედარი მტკვარში გადააგდეს. მათივე განმარტებით, მკვლელობის ფაქტი უკვე გახსნილია და პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ერთი პირი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლითაა დაკავებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მეორეს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
წინა სტატიაპარლამენტში სუსის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს ისმენენ
შემდეგი სტატიადაიწყება თუ არა წელს ხუდონჰესის მშენებლობა?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური