მთავარისიახლეებიეკონომიკადაიწყება თუ არა წელს ხუდონჰესის მშენებლობა?

დაიწყება თუ არა წელს ხუდონჰესის მშენებლობა?

Published on

ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება,  რადგან ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ეკონომიკური განვითარებისთვის.- ნათქვამია ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებაში.  
 
მისი თქმით, მიმდინარეობს  მოლაპარაკებებს ინვესტორ კომპანიასთან. ,,ჩვენ გვაქვს შეთავაზება  პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ,  და შესაბამისად, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მიიღება  გადაწყვეტილება მიღებული, თუ რა ფორმით განხორციელდება იგი“ – განაცხადა კალაძემ.
 
მცირე ხნით ადრე მინისტრმა გაასაჯაროვა ინდურ კომპანია "ტრანსელექტრიკასთან" მოლაპარაკების ძირითადი თერმა – ჩვენ მოვთხოვეთ, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველანაირი პროცესი. ეს კომპანია დარეგისტრირებული იყო ოფშორში, ჩვენ კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველაფერი იყოს გახსნილი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან მაღალია და დაფარული  არაფერი უნდა იყოს. მოვთხოვეთ, წარმოადგინონ, ვინ არიან დამფუძნებლები და ასევე, გვინდა დაგვანახონ შესაძლებლობა, შესწევთ თუ არა ამ პროექტის განხორციელების უნარი", – განაცხადა კალაძემ. 
 
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ძალიან ცუდი იყო ის, რომ კომპანიას მიწები 1 ლარად გადასცეს ისე, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის არაფერი უკითხავთ. "სიმართლე გითხრათ, დარეგისტრირებული არ იყო მიწები იქ მცხოვრებ ადამიანებზე, თუმცა, ისინი მოიხმარდნენ ამ მიწებს. ჩვენ ვთხოვეთ ამ კომპანიას, რომ პირველ რიგში უნდა მომხდარიყო მიწების დაბრუნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, უნდა ჩატარებულიყო აზომვითი სამუშაოები, შეფასება და შესაბამისად, ანაზღაურება. ამ ეტაპზე ვართ მოლაპარაკების პროცესში, რადგანაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით. მე არ დაგიმალავთ, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, ხომ არ დავიბრუნოთ სახელმწიფომ ეს პროექტი და თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს ეს პროექტი, მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. მთავრობაში ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში ყველასთვის ყველაფერი იქნება ცნობილი", – განაცხადა კახა კალაძემ.
 
ამდენად, მინისტრი კონკრეტულს ვერაფერს ამბობს იმ კითხვის პასუხად, დაიწყება თუ არა წელს ხუდონჰესის მშენებლობა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...