მთავარისიახლეებიმსოფლიოსაპროტესტო დემონსტრაცია სტამბოლში

საპროტესტო დემონსტრაცია სტამბოლში

Published on

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები  სტამბოლში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მსვლელობა ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოეწყო. ოპოზიციონერი ლიდერები საკონსტიტუციო მმართველობის შეცვლით სიტუაციის არევას და ქვეყნის უკუსვლას პროგნოზირებენ. 
 
ოპოზიცია დემონსტრანტებთან ერთად აქციების გაგრძელებას აანონსებს.
 
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა – „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა. 
 
ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას. 
 
რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა 50 %-ზე მეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
 
ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლები   შეშფოთებას გამოთქვამენ იმ სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელთაც ადგილი ჰქონდა რეფერენდუმის შედეგების დათვლისას. 
 
,,რეფერენდუმის შედეგებმა გვიჩვენა, რა დიდი განხეთქილებაა თურქეთის საზოგადოებაში. პასუხისმგებლობა ამისათვის ქვეყნის ხელმძღვანელობას და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს ეკისრება. მინისტრტა კაბნეტი მოე;ის, რომ თურქეთის ხელისუფლება ამიერიდან მეტი პატივისცემით წარმართავს დიალოგს ქვეყნის ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალასთან '' – აღნიშნეს ერთობლივ გამცხადებაში კანცლერმა  ანგელა  მერკელმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა  ზიგმარ გაბრიელმა გერმანიის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე.  
 
 
 

სიახლეები

პარლამენტის საგაზაფხულო სესია აქციის ფონზე გაიმართება

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 3 თებერვალს გაიხსნება. პირველივე სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის...

ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება

ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება - "ქართულმა ოცნებამ" მალე უნდა განაცხადოს ითანამშრომლებს, თუ...

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს. არჩილ გორდულაძემ ცოტა ხნის წინ...

მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება – ევროსაბჭოს კომისარი გრანტების კანონზე

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მაიკლ ო ფლაერთი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების...