თელავში ყოფილ დეპუტატს რვა ტყვია ესროლეს

0
377
თელავში პარლამენტის ყოფილ დეპუტატსა და ქალაქის მერს ვასილ დავითაშვილს დაუდგენელმა პირმა საკუთარი სახლის ეზოში  რვა ტყვია ესროლა.
დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია , მას ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.
 
ყოფილი დეპუტატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები   სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით წარმოებს, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ითვალისწინებს.
 
 
 
 
წინა სტატიაქედაში ავტოავარიას ბავშვი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია,,მაცხოვარი ჩვენი ცოდვებისთვის ჩავიდა ჯოჯოხეთში” – პრეზიდენტის თეოსოფია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური