16 და 17 აპრილს სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს ზუგდიდის მერია ტრანსპორტით უფასო მოემსახურებას სთავაზობს

0
391
16 და 17 აპრილს აღდგომის და მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში ქალაქ ზუგდიდის  მერია უფასო ტრანსპორტით მომსახურებას სთავაზობს მოსახლეობას .
 
მერიის ინფორმაციით, დილის 6:00 საათიდან, საათში ერთხელ, 15:00 საათამდე შემდეგი მიმართულებით:
 
II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან:
 
1. ჭითაწყარის I და II სასაფლაოები.
2. მაცხოვრის კარის სასაფლაო.
3. საჯვაროსა და საანგუროს სასაფლაო.
4. რკინიგზის სასაფლაოს მიმართულებით.
5. ქაფათის სასაფლაო ც.ავტოსადგურის გავლით.
 
რკინიგზის სადგურიდან:
 
ინგირის სასაფლაო.
რკინიგზის სასაფლაო.
საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს სასაფლაოები პუშკინის ქუჩის გავლით.
ჭითაწყარის I და II სასაფლაოები.
მაცხოვრის კარის სასაფლაო.
 
ცენტრალური ავტოსადგურიდან:
 
მაცხოვრის კარის სასაფლაო.
ჭითაწყარის I და II სასაფლაოები.
საჯვაროს და ყოფილი საანგუროს სასაფლაოების მიმართულებით
ქაფათის სასაფლაო.
 
ენგურის უბანი, ყოფილი ი.ქ.კ.
 
კომბინატიდან ინგირის სასაფლაოს მიმართულებით.
კომბინატი რკინიგზის სასაფლაო-შარტავას და ქუთაისის ქუჩების გავლით.
წინა სტატიასააღდგომო კვერცხი მთელი წელი ინარჩუნებს სილამაზეს, მაგრამ ნუ გამოიყენებთ საკვებად ერთი კვირის შემდეგ
შემდეგი სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური