მთავარისიახლეებიკულტურათეატრებისთვის დაფინანსების ახალი სისტემის შეთავაზება იგეგმება - კულტურის მინისტრი თეატრის...

თეატრებისთვის დაფინანსების ახალი სისტემის შეთავაზება იგეგმება – კულტურის მინისტრი თეატრის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობისა და ზურაბ ყიფშიძის ხელფასის შესახებ

Published on

 თეატრებისთვის დაფინანსების ახალი სისტემის შეთავაზება იგეგმება – ამის შესახებ  კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 ახალი სისტემა სხვა ღონისძიებებთან ერთად გულისხმობს თავად თეატრის ხელმძღვანელების  მეტი პასუხისმგებლობას დამატებითი ფინანსების მოზიდვისათვის. 
 
„, თეატრის მმართველებმა და სამხატვრო ხელმძღვანელებმა ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. საბიუჯეტო დაფინანსება თეატრებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ წლიდან წლამდე უსაზღვროდ, ულიმიტოდ საბიუჯეტო ასიგნებები გაიზრდება და ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები უნდა ვიჯდეთ და არაფერი ვაკეთოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ თეატრი და მოვიზიდოთ მეტი მაყურებელი“,- განაცხადა გიორგაძემ. 
 
მინისტრის  განმარტებით,  საქართველო მესამე წელია შეურთდა პროგრამის, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავაკულტურის და მედიის მხარდასაჭერად . 
„საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის პირველი და ერთადერთია, რომელიც  ამ პროგრამას. მესამე წელია, ერთი გამონაკლისის, მარჯანიშვილის თეატრის გარდა, არათუ დაფინანსება არ მიუღია არც ერთ თეატრს, არც კი უცდიათ, რომ გარკვეულიყვნენ ამ პროგრამის შესაძლებლობებში, მოეძიათ პარტნიორები, შესაბამისი პროექტით შესულიყვნენ ამ პროგრამაში და დაფინანსება მიეღოთ. ამის გარდა, არსებობს ევროკავშირის კულტურის და შემოქმედებითობის პროგრამა, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში და არაერთი პროექტი ფინანსდება, მაგრამ ჩვენი თეატრების ხელმძღვანელებს ყველაზე მარტივი და ადვილი გზა აქვთ არჩეული – სპეკულაცია ხშირ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე 100%-ით საჭიროებებს ვერ აფინანსებს და ამბობენ, რა ვქნათ, ყურადღება არ ექცევა თეატრს, კულტურა პრიორიტეტი არ არისო და ა.შ. თავად ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება. '' განაცხადა მინისტრმა.
 
კატალიზატორის როლი თეატრების ფინანსურ მდგომარეობაზე დაწყებული საზოგადოებრივი დისკუსიაში შეასრულა ბოლო დღეებში მოზღვავებულმა ინფორმაციამ ქართველი მსახიობების შეჭირვებული მდგომარეობისა და არადექვატური შრომის ანაზღაურების შესახებ, კერძოდ,  ხელფასების განახევრებამ და ამ ფონზე გიორგი ყიფშიძის განცხადებამ ზურაბ ყიფშიძისა და მისი ოჯახის   მატერიალური სიდუხჭირის შესახებ.
 
აქვე აღვნიშნავთ, რომ მინისტრმა სპეკულაცია უწოდა გიორგი ყიფშიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზურაბ ყიფშიძის ერთადერთი შემოსავალი არის ხელფასი 400 ლარის ოდენობით.
,,ბატონი ზურაბი ბევრად მეტს, კონკრეტულ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრებში. ის ასევე არის გადაცემის წამყვანი „პირველ არხზე“ და კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება აქვს ყოველთვიური. აღარ ვამბობ ფონდი „ქართუს“ გრანტის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე.  დაახლოებით ხუთჯერ მეტი თანხა გამოდის ჯამურად თვეში შემოსავალი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, გიორგიმ ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც ამდენად  400 ლარზე ლაპარაკობენ.'' – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ .
 

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...