თეთრი სახლი სირიაზე ავიაიერიშის ხელახლა მიტანას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრესპიკერმა შონ სპაისერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Washington Times ავრცელებს.შონ სპაისერის თქმით, თუკი ბაშარ ასადის რეჟიმი კიდევ ერთხელ გამოიყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს, შეერთებული შტატები სამხედრო იერიშს ისევ განახორციელებს.პრესსპიკერის განცხადებით, სირიის მასობრივი განადგურების იარაღი საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, რადგან ის შეიძლება "ისლამური სახელმწიფოს" ხელში აღმოჩნდეს. სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, შტატების "პროპორციული საპასუხო გადაწყვეტილება"უწოდეს. მართალია აშშ-მა გააოცა დასავლელი პარტნიორები, მაგრამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბოლო პერიოდში "დამთბარ" პოლიტიკაზე. რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სირიის ავიაიერიშმა რუსეთი და აშშ სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე დააყენა. ვლადიმერ პუტინმა კი ავიარიეშს ამერიკის აგრესია უწოდა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაც, რომელზეც სირიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო ინფორმაციით, 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 18 ქალია. სირიის ხელისუფლება ქიმიურ თავდასხმასთან თავის კავშირს უარყოფს.
სიახლეები
სიახლეები
POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...
სიახლეები
HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...
სამართალი
პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა
პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს ადგილობრივი...
სიახლეები
ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა
მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...