ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის ნაპირებისკენ ფლოტი გააგზავნა. ფლოტის სათავეში 330 მეტრი სიგრძის ატომური ავიამზიდი „კარლ ვინსონია“. მასზე საშუალოდ 80 სამხედრო თვითმფრინავია განთავსებული. ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის პარალელურად დაძაბული ვითარების გამო მიიღო. „რეგიონში ნომერ პირველ საფრთხედ ჩრდილოეთ კორეა რჩება, მისი უგუნური, უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციისკენ მიმართული სარაკეტო პროგრამის გამო“, – განაცხადეს ტრამპის ადმინისტრაციაში. ვაშინგტონში ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით ფლოტის გაგზავნას წინდახედულებისა და მუდმივი მზაობის გამოვლინებად აფასებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ მისცემს ფხენიანს შესაძლებლობას, შექმნას ისეთი რაკეტა, რომელიც ამერიკის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ტრამპმა განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვაშინგტონი პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს.
ბალისტიკური რაკეტების გამოცდის პარალელურად დაძაბული ვითარების გამო აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის ნაპირებისკენ ფლოტი გააგზავნა
Published on