მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსმა ოკუპანტებმა ენგურის ნაპირებიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრები მამა-შვილი...

რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ნაპირებიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრები მამა-შვილი გაიტაცეს

Published on

 რუსმა ოკუპანტებმა  ენგურის  ნაპირებიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრები მამა-შვილი როგავები გაიტაცეს. ოჯახის წევრების ცნობით, მამა-შვილი  დაკარგულ ცხენს ეძებდა და გარმა ნაპირს მიუახლოვდა, თიმცა ადმინისტრაციული საზღვარი არ დაურღვევია. გატაცებულევბი, მათი ინფორმაციით, იარაღის მუქარით ამოიყვანეს წყლიდან და დაატყვევეს. ისინინურყოფებ ტავდაპირვეადგავრცელებულ ვერსიას, რომ როგაები ენგურში თევზობისას დაიჭირეს. 
 
ოჯახმა ტელეკომპანია ,,ოდიშის'' გადამღებ ჯგუფს განუცხადა, რომ  არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ჯერ სოფელ საბერიოში, ხოლო იქიდან, სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში  გადაიყვანეს და ისინი ამ წუთამდე იქ მიმყოფებიან. 
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას მამა-შვილის დაკავების შესახებ, თუმცა დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.
 
„მამა-შვილი ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. ამის შესახებ  დაუტყოვნებლივ იქნა ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მუშაობს ცხელი ხაზი და ყველაფერი კეთდება მათ გასათავისუფლებლად“, – განუცხადეს გადამღებ ჯგუფს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...