მთავარისიახლეებიეკონომიკასამთო კურორტების იდეას ითვისებენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მწვანე სათხილამურო შარვალი მაინც არ...

სამთო კურორტების იდეას ითვისებენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მწვანე სათხილამურო შარვალი მაინც არ ახსენდებათ?

Published on

საქართველოში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.  მას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს. კონფერენციას სამთო ტურიზმის კულტურის განვითარებაზე მომუშავე 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის  გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.
 
საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ  გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა  – სამთო კურორტების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სახელმწიფო არა ერთი ათეული მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს ამ მიმართულებით. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს დებს კერძო სექტორი. ამ გამოცდილების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სამთო კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი, 12 თვის შემოსავლების მქონე კურორტები. სწორედ ესაა დღევანდელი კონფერენციის ძირითადი თემატიკა. ასევე, განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხები, რომლებიც ტურისტულ სექტორში შემოსავლების, დასაქმების და შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
 
”მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი თანამდებობა: 1)  ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და 2) სამთო-სათხილამურო კურორტების პროექტების მენეჯერისა. '' – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა დღეს  კონფერენციის გახსნაზე  პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. –  ჩვენმა შრომამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი და დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს – ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე დაფიქსირდა 49%-იანი ზრდა. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელიც ევროკავშირმა სულ ახლახან დაამტკიცა, არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და წაახალისებს ადამიანებს შორის კონტაქტებს, ბიზნესურთიერთობებსა და ტურიზმს” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
დღეს დაწყებული კონფერენცია 7 აპრილამდე გასტანს . უკვე ცხადია, რომ ქართველი ფუნქციონერები და ,,მენეჯერები'' არც ახსენებენ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფუძემდებლურ როლს საქართველოში სამთო კურორტებისა და ტურიზმის  განვითარების საქმეში. მესტიაზე რომ არაფერი ვთქვათ, სანამ იდეას მიითვისებდნენ და მენეჯერობას დაიჩემებდნენ, მისი მწვანე სათხილამურო შარვალი მაინც არ ახსენდებათ ბახმაროს განვითარების პროექტის პრეზენტაციაზე?
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...