მთავარისიახლეებიკონფლიქტებისპეცსამსახურებმა პეტერბურგის ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა დაასახელეს

სპეცსამსახურებმა პეტერბურგის ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა დაასახელეს

Published on

სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის სავარუდო შემსრულებელი 1995 წელს ყირგიზეთში დაბადებული რუსეთის მოქალაქე, აკბარჟონ დჟალილოვია. ამის შესახებ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა,

უწყების პრესმდივნის თქმით, ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან რუს კოლეგებთან.

ამასთანავე, მოსკოვში ყირგიზეთის საელჩოში აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ბიშკეკისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს, სანკტ-პეტერბურგის ტერაქტში წარმოშობით ყირგიზელის მონაწილეობის შესახებ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეტერბურგის მეტროში ტერორისტული აქტი ყირგიზეთის მოქალაქემ, მაკსიმ ვიტალიევიჩმა განახორციელა, რაც უშიშროების სამსახურმა არ დაადასტურა. უწყებაში განაცხადეს, რომ ის ტერაქტის მსხვერპლია.

შეგახსენებთ, გუშინ, მოსკოვის დროით 14:30-ზე სანკტ პეტერბურგის მეტროსადგურებს "Сенная площадь" და "Технологический институт-2"-ს შორის აფეთქება მოძრავ მატარებელში მოხდა, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვეროლა 47-მდე კი დაშავდა.

მოგვიანებით, პოლიციამ მეტროსადგურ „ამბოხების მოედანზე“ აუფეთქებელი ბომბი იპოვა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.

ამასთანავე ცნობილი ხდება რომ საგამოძიებო ორგანომ ძებნა გამოაცხადა ორ პირზე. ერთი, რომელმაც ვაგონში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა და მეორე, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის კიდევ ერთ მეტროსადგურში დატოვა ბომბი, რომელიც საბოლოოდ არ აფეთქდა.

 

რუსეთის ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ მეტროში მომხდარი აფეთქების გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...