მთავარისიახლეებიეკონომიკახმა მომავლიდან: ,,სამგზავრო მატარებელი № ... დგას ქუთაისის აეროპორტის ბაქანზე''

ხმა მომავლიდან: ,,სამგზავრო მატარებელი № … დგას ქუთაისის აეროპორტის ბაქანზე”

Published on

ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მოძრაობს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ გაჩერდება  –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა , ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც გუშინ გაიმართა აეროპორტში . 
 
 პროექტი სულ რამდენიმე თვეში დასრულდება, რის შემდეგაც.  ქუთაისის აეროპორტიდან მატარებლით შესაძლებელი იქნება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრა, ეს იქნება ზღვის თუ მთის კურორტები, მისი მომსახურებით ისარგებლებენ ევროპაში აწ უვე ვიზის გარეშე მიმავალი მგზავრები,  აქ მათ მოემსახურება  თანამედროვე კომფორტაბელური მატარებლები. რკინიგზის ბაქნიდან ტერმინალამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი იქნება გასავლელი.
 
”დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, ეს არის რკინიგზის და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირების პროექტი, რომელიც დღეიდან სულ რამოდენიმე თვეში ამოქმედდება. ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური სატრანსპორტი ცენტრი. ამ პროექტის შედეგად, საქართველოს ყველა წერტილი დაუკავშირდება ქუთაისს სულ ორიოდე საათის მგზავრობის მანძილით”, – განაცხადა  პრემიერმა.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...