მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა 45 წლის მამაკაცი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა 45 წლის მამაკაცი დააკავეს

Published on

ე.წ.მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის განაპირას ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის ალიკა გელიაშვილი დააკავეს. გელიაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის.

ერთ-ერთი თვითმხილველის, სოფელ ბერშუეთის მცხოვრების, ხვიჩა ბერიანიძის განცხადებით, ალიკა გელიაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, სამმა ე.წ.მესაზღვრემ, რომლებიც ფეხით გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე ასეული მეტრით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და გელიაშვილი დააკავეს.
ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული უკვე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...