მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები...

ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები გამოცხადდა

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩატარებული  ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები გამოცხადდა. 
 
. ე.წ. არჩევნები 22 საარჩევნო ოლქში გაიმართა. ამომრჩევლის აქტიურობამ 53,05% შეადგინა. 
 
პირველადი მონაცემებით არჩევნებში, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ,  პროსახელისუფლებო პოლიტიკური ძალები საგრძნობლად უსწრებენ წინ ოპოზიციას. თავისი საუკეთესო შედეგები ოპოზიციამ პირველ ტურში უჩვენა, თუმცა მეორე ტურში რამდენადმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა ვერ შეძლო.
 
საინტერესოა, რომ დეპუტატის მანდატები მოიპოვეს ბათალ აიბამ და კახა პერტაიამ, რომელთაც  სხვაზე მეტი წინააღმდეგობა შეხვდათ მეორე ტურის წინ – დაუდგენელმა პირებმა კახა პერტაიას მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო ბათალ აიბას მანქანას სოხუმის ცენტრში ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.  ორივე ხაჯიმბას მხარდამჭერია, თუმცა, გამომინარე იქიდან, რომ მათი უშუალო კონკურენტებიც პროსახელისუფლებო ძალებისწარმომადგენლები იყვნენ, ლაპარაკი ამ ინცინდენტებთან ოპოზიციის კავშირზე არ არის – საქმე უფრო შიდაპარტიულ ბრძოლებს და პირად მოტივებს  ეხება.  
 
არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ხელისუფლება შედეგებით კმაყოფილია. გარკვეული თვალსაზრისიტ კმაყოფილია ოპოზიციაც, რომელის სამომავლო იმედები და გეგმები ყოფილიპრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გამარჯვებასთან არის დაკავშირებული – მან გამარჯვება გუდაითის საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში გაინაღდა.  
 
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას, საერთაშორისო საზოგადოებამ და დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა პირველივე ტურის კვალდაკვალ განაცხადეს, რომ,  არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, არ ცნობენ ამ არჩევნებს, არალეგიტიმურობის გამო მის შედეგებს არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...