მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ გმობს მოსკოვში ასობით უდანაშაულო დემონსტრანტის დაკავებას

აშშ გმობს მოსკოვში ასობით უდანაშაულო დემონსტრანტის დაკავებას

Published on

ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთში საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას გმობს.
 
" მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დაკავება  დემოკრატიის ღირებულებების შეურაცხყოფაა –  აშშ გმობს ასობით უდანაშაულო დემონსტრანტის დაკავებას.არ შეესაბამება ძირითად დემოკრატიულ  ღირებულებებს – განაცხადა  აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა. ჩვენ აღშფოთებული ვართ იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დემონსტრაციაზე მისვლისთანავე დააკავეს, ასევე ის, რომ ორგანიზაციებში, რომლებიც კორუფციას ებრძვიან, პოლიციური რეიდები ჩატარდა“ 
 
„აშშ განაგრძობს სიტუაციაზე დაკვირვებას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები“, " -ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ Twitter-ის საშუალებით გაკეთებულ განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვში გამართულ მრავალათასიან ანტიკორუფციულ მიტინგზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.  
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,  დაკავებულია 900-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რუსული ოპოზიციის ლიდერი და აქციის ორგანიზატორი  ალექსეი ნავალნი და მისი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ოფისის ყველა თანამშრომელი.
ალექსეი ნავალნი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მისი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება – მას  15 -დღიანი  პატიმრობა ემუქრება.
 
 
 
 
 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...