მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

Published on

დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 96 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამის შესახენ ინფორმაციას "აფსნიპრესი" ავრცელებს.
 
ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 22 ოლქში მიმდინარეობს. პირველ ტურში, რომელიც 12 მარტს გაიმართა, მხოლოდ 12-ი დეპუტატის არჩევა მოხერხდა. დეფაქტო პარლამენტში 35 ადგილია.
 
აფხაზეთის დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ გოგიას ინფორმაციით, პირველ ტურში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში "ამომრჩეველთა" აქტივობამ 25%-ს გადააჭარბა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი ტურის შემდეგ გამოეხმაურა აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს. საგარეო პოლიტიკური უწყების შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე. წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.
 
დე-ფაქტო აფხაზეთში გამართულ არჩევნებს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ ე.წ. არჩევნებს იურიდიული ძალა არ აქვს. 

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...