მთავარისიახლეებიეკონომიკაზუგდიდში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები საგადასახადო სამართლის საკითხებს გაეცნობიან

ზუგდიდში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები საგადასახადო სამართლის საკითხებს გაეცნობიან

Published on

ზუგდიდში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 22 მარტს, ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გაიმართება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის  ინფორმაციით  შეხვედრას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრის მიზანი არის მეწარმთა ხელშეწყობის მიზნით ბიზნეს-სუბიექტების საგადასახადო სამართლის საკითხებზე ინფორმირება, რაც გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას გადასახადების გადამხდელთათვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას მოგების გადასახადის ესტონურ მოდელსა და დეკლარირებასთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი სხვა და სხვა სფეროებიდან. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...