მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმის ცენტრში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ავტომანქანას წაუკიდეს ცეცხლი

სოხუმის ცენტრში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ავტომანქანას წაუკიდეს ცეცხლი

Published on

წუხელ დაახლოებით 22 საათსა და ოცდაათ წუთზე სოხუმში ცეცხლი გაუჩნდა ოკუპირებული აფხაზეთის უზენაესი  სასამართლოს შენობასთან მდგარ  ავტომანქანას.
 
სოხუმის პროკურორის რუსლან თირქბას განცხადებით,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა – მანქანის მფლობელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თემურ შონია ამ დროს თავის სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა და მანქანაში სხვაც არავინ მჯდარა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სახანძრო ბრიგადებიб მაგრამ სანამ ცეცხლის ჩაქრობას მოახერხებდნენ   ავტომანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
 
გამოძიება დაწყებულია, სამართალდამცავები არკვევენ, რასთან გვაქვს საქმე – ძრავის თვითაალებასთან თუ ცეცხლის განზრახ წაკიდებასთან 
 
ეს მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების მეორე შემთხვევაა ბოლო 5 დღის მანძილზე – 16 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე ასევე სოხუმის ცენტრში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის ბათალ აიბას ავტომანქანას. 
 

 

 

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...