წუხელ საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია

0
404
საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრმა  გაავრცელა. 
ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, გუშინ საღამოს ქარის სიჩქარემ 32 მეტრი წამში შეადგინა. ნიორაძის თქმით, ძლიერი ქარი, ქვეყნის მასტაბით მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდა, თუმცა, ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.”ქარის სიმძლავრე 32 მეტრი წამში დაფიქსირდა, რაც უკვე გრიგალის მნიშვნელობისაა. ქარი იქნება დღის საათებშიც, თუმცა მისი გაძლიერება მოსალოდნელი არ არის”, – განაცხადა გუშინ სვეტლანა ნიორაძემ.

 
წინა სტატია21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაახალი წლის აღსანიშნავად ირანელები საქართველოში ჩამოდიან-BBC
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური