საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ჟურნალისტებმა ნეპოტიზმში ამხილეს- გადადგა

0
399
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუ გადადგა, – იუწყება Le Figaro. დღეს საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე წინასწარი გამოძიება დაიწყო იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო ლე რუმ პარლამენტარობის დროს თავისი შვილები თანაშემწეებად დაასაქმა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბრუნო ლე რუს ორი შვილი, 15 და 16 წლის ასაკში, პარლამენტში მის თანაშემწეებად დაინიშნა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი შვილები მასთან „ზაფხულში ან არდადეგების დროს მუშაობდნენ, მაგრამ არა სრულ განაკვეთზე“. მიუხედავად ამისა, ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბრუნო ლე რუს შვილებმა საერთო ჯამში 55 ათასი ევრო გამოიმუშავეს ხელფასის სახით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევის გამო „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატს ფრანსუა ფიიონს ბრალი დასდეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, როდესაც გაირკვა, რომ მას საპარლამენტო თანაშემწედ თავისი მეუღლე ფიქტიურად ჰყავდა გაფორმებული, რაშიც წლების განმავლობაში ანაზღაურების სახით 800 ათასი ევრო მიიღო.
წინა სტატიაპრემიერ-მინისტრი ხვალ ზუგდიდს ეწვევა
შემდეგი სტატია“ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც წავსულვართ და შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ “- ანა მარგველაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური