პრემიერ-მინისტრი ხვალ ზუგდიდს ეწვევა

0
371
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ზუგდიდს ეწვევა, სადაც c ჰეპატიტის სკრინინგ-ცენტრს გახსნის.მათივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. 12:00 საათზე, მთავრობის მეთაური ზუგდიდის ტექნოპარკს ესტუმრება, სადაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ადგილობრივ მოსწავლეებს შეხვდება. ხვალვე, პრემიერი ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს და სოფელ ზედა ეწერში ხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს გახსნის. 14:00 საათზე, გიორგი კვირიკაშვილი მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა. უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.
წინა სტატიადაუნის სინდრომის დღე ზუგდიდში მსვლელობით აღინიშნა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ჟურნალისტებმა ნეპოტიზმში ამხილეს- გადადგა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური