მთავარისიახლეებისაზოგადოებაინცინდენტი მთავრობის კანცელარიასთან: დაზარალებულ მოვაჭრეებს სამრთალდამცავებმა კარავი არ გააშლევინეს

ინცინდენტი მთავრობის კანცელარიასთან: დაზარალებულ მოვაჭრეებს სამრთალდამცავებმა კარავი არ გააშლევინეს

Published on

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდაცავები იმყოფებიან.  ცოტა ხნის წინ აქ მათსა  და „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. 
 
დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარავი გაშალეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ კარავი ჩამოართვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მათი უფლება დააღვიეს, როდესაც კარავი ჩამოართვეს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია გაფრთხილებული ჰყავდათ. 
 
დაზარალებულთა უფლებადამცველის ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი ხვალ პროკურატურას სარჩელით მიმართავენ. 
 
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, დაზარალებული მოვაჭრეების აქცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
 
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა კანცელარიასთან და ნახანძრალი ,,ბავშვთა სამყაროს'' მიმდებარე ტერიტორიაზე  დაზარალებულ მოვაჭრეთა პერმანენტული აქციები მიმდინარეობს. ისინი ერთჯერადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარს და ვაჭრობის გასაგრძელებლად ალტერნატიული ფართის გამოყოფას მოითხოვენ 
 
 
 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...