სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი 2017–2018 სასწავლო წლისთვის, შესაძლოა, უკვე შეცვლილი იყოს. თუ როდის უნდა ელოდონ 2017 წლის აბოტურიენტები უფასო ფაკულტეტების სიის გამოქვეყნებას, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ცვლილებების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო პოზიცია დაახლოებით ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი. ის იმედს გამოთქვამს, რომ უფასო ფაკულტეტების რაოდენობა, საუბარია 21 პროგრამაზე, შეიცვლება და შემცირდება.„მე დიდი იმედი მაქვს, რომ უფასო ფაკულტეტების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. თქვენ თუ ახლა დაწერთ, რომ შემცირდება – ეს იქნება არასწორი; ისევე, როგორც თუ დაწერთ, რომ არ შემცირდება – იქნება ასევე არასწორი ინფორმაცია. თუმცა, ჩემი მოსაზრებაა, რომ უნდა შემცირდეს, რადგან ეს აგენერირებს უმუშევარ ხალხს“, – განაცხადა მინისტრმა.რაც შეეხება, სიის გამოქვეყნების ვადებს, მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრო დოკუმენტს მთავრობის სხდომაზე გაიტანს და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცებს, მას უკვე იურიდიული ძალა მიენიჭება და გამოქვეყნდება.
განათლების მინისტრის ინფორმაციით უფასო ფაკულტეტების რაოდენობა მცირდება
სიახლეები
სიახლეები
საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...
სიახლეები
შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...
სიახლეები
უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე-ხოშტარია
დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერითა და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ...
საზოგადოება
კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ
“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ.
პარტიის...