მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

Published on

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი – კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ.

პარტიის ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, გამოირიცხოს ამა თუ იმ პირის მიერ „მითვისებული ქონების ლეგალიზება“ – სასჯელის მოხდის შემდეგაც კი.

აღნიშნული ცვლილება პარტიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლოების ფონზე დააანონსა.

როგორც ცნობილია, ამჟამად საჯარო მოხელეებს ევალებათ, ყოველწლიურად ავსონ ქონებრივი დეკლარაციები. რითაც ვლინდება, რა ქონებას ფლობენ (სახლებს, ბინებს, მიწის ნაკვეთებს, ავტომობილებს, საათებს, ანგარიშებზე თანხას და ა.შ.), ვინ ვის რა დიდი მოცულობის თანხა აჩუქა და სხვა დეტალები.

თუკი ადამიანმა თანამდებობა დატოვა, შესაძლოა, მომდევნო წელს მაინც მოუწიოს წინა წლის დეკლარაციის შევსება (თუკი საანგარიშო წლის რომელიმე პერიოდში იკავებდა რაიმე თანამდებობას).

სწორედ ამ დეკლარაციებზე დაყრდნობით იკვლევენ კორუფციის წინააღმდეგ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ამა თუ იმ თანამდებობის პირთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებს.

შესაძლოა, დეკლარაციებში ასახული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეშიც იქნას რაიმე ფორმით გამოყენებული.

ცვლილებები 2025 წლის 16 სექტემბერს ირაკლი კირცხალიამ გააცნო საზოგადოებას. მისი თქმით, გარკვეული კატეგორიის თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა მომდევნო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მოუწევთ.

ეს ცვლილება არ ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანამდებობრივად უკვე ეკუთვნის დეკლარაციების შეხება.

როგორც კირცხალიამ განმარტა, ვალდებულება წარმოიშობა „იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი“.

განაჩენი უნდა უკავშირდებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებულ „სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულებს“.

ასეთ დანაშაულებში შედის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გადამეტება, ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა და ა.შ..

ცვლილებები დაგეგმილია “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში.

30 წლის განმავლობაში დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ექნებათ შემდეგი კატეგორიის ადამიანებს:

პოლიტიკური თანამდებობის პირებს,
საჯარო მოხელეებს,
ა(ა)იპ-ში დასაქმებულებს,
სსიპ-ებში დასაქმებულებს,
სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულებს.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...