მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალში მორიგი სამუშაო შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

გალში მორიგი სამუშაო შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

Published on

 
გალში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო პატიმარ გიორგი ლუკავას და ბოლო დროს ე.წ. საზღვარზე დაკავებულთა გათავისუფლების საკითხს, ასევე მხარეებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლის დაკავებაზეც იმსჯელეს. „რაც შეეხება გიორგი ლუკავას თემას, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს მისი შეწყალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ ამ თემაზე საერთოდ მსჯელობა და კომუნიკაციაც კი არ ყოფილა. ასევე, მე ვერ დაგიდასტურებთ, რომ ვინმეს გაცვლაზე მიდის საუბარი. ე.წ. საზღვარზე ბოლოს დაკავებულ სამ ქალბატონთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო 10 დღის განმავლობაში ველოდებით, რომ მათი გათავისუფლება მოხდება. თავისთავად საუბარი შეეხო გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებისა და ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის საკითხსაც და სანამ არ მოხდება ამ პირის დაკავება, ოთხოზორიას საქმე ლოგიკურად დასრულებულად არ ჩაითვლება. ყველა ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ჟენევის მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა ქემოკლიძემ. გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია კი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიცრუეში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მისი ქმარი შეწყალებულია. „ესენი იტყუებიან, ჩემი მეუღლის შეწყალების შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგელისგან მაქვს , რომლის სახელ და გვარსაც ვერ დავასახელებ. ჩემი ინფორმაციით, ჩემი მეუღლის გათავისუფლება იმიტომ არ ხდება რეალურად საუბარი მიმდინარეობს გარკვეული პირების გაცვლაზე და ალბათ ჩვენ ხელისუფლებას არ უღის ამ ადამიანების გაცვლა ლუკავაზე და ეს საქმე ალბათ სწორედ ამიტომ ჭიანურდება. მე არ მაინტერსებს არავის გაცვლა და მოვითხოვ, რომ გადაიხადონ თანხა რასაც ითხოვენ აფხაზები და გაათავისუფლონ ჩემი მეუღლე“, – აცხადებს ლალი ბასარია. გალში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 25 აპრილს გაიმართება.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...