“ჩემი მეუღლე 55-ე დღეა შეწყალებულია”- გიორგი ლუკავას მეუღლე ენგურის ხიდზე იმყოფება

0
399

 

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა იმართება.შეხვედრის დაწყების წინ, ენგურის ხიდზე დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია, მივიდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს შეხვდა, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.ბასარიას თქმით მისი მეუღლე უკვე 55 დღეა, შეწყალებულია, თუმცა მისი საქართველოსთვის გადმოცემა ვერ ხერხდება. როგორც ლუკავას მეუღლე აცხადებს, მისთვის მისი მეუღლის სხვა პირში გაცვლა მიუღებელია და ითხოვს, ქართულმა მხარემ შესაბამისი თანხა გადაიხადოს. ქართული მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია ლუკავას შეწყალების შესახებ. 52 წლის გიორგი ლუკავა მეექვსე წელია დრანდის ციხეში იხდის სასჯელს. ლუკავას ბრალად აფხაზეთის ომში, ერთ-ერთი სეპარატისტული დაჯგუფების , „ტყის საძმოს" მეთაურობა ედება. მას დე ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
წინა სტატია“პატრიოტთა ალიანსი” მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიაფერადი ამბები გადაცემა 18
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური