მთავარისიახლეებიპოლიტიკაუმრავლესობა იმართება შუშის კოლბიდან - მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერას ოპოზიცია ეხმაურება

უმრავლესობა იმართება შუშის კოლბიდან – მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერას ოპოზიცია ეხმაურება

Published on

მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერასა და რუსთავი 2-ის საქმეზე წინასწარ დაწერილ ტექსტებზე შეფასებებს ოპოზიციის წევრები აკეთებენ. ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და ის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.„ე.წ. მესიჯბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად, იღებს საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. კანონის მიხედვით, პროკურატურა თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, მაგრამ გვაქვს რეალობა, როდესაც მთავარი პროკურორი ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, იღებს მითითებებს ივანიშვილისგან,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.ნაციონალურ მოძრაობაში არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მითითებას ასრულებს.„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი უმრავლესობა, ხელისუფლება იმართება ერთი ცენტრიდან და შუშის კოლბიდან, ივანიშვილის მიერ და ის აძლევს ყველას ბრძანებებს, რა უნდა ილაპარაკოს, როგორ უნდა ილაპარაკოს, ამას ადასტურებს, რომ მიმოწერაში ჩართულია უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილის პირადი წარმომადგენელი, ამ მიმოწერაში ჩართულები არიან სუს-ის, პროკურატურის წარმომადგენლები,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.ელექტრონული წერილების მიხედვით, რომელიც პოსტსკრიპტუმს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, ირკვევა, რომ ქართული ოცნების წევრებისთვის იგზავნება წერილები, სადაც წინასწარ არის მომზადებული ტექსტი, რაც კამერის წინ უნდა ილაპარაკონ.საიდუმლო მიმოწერის რამდენიმე ფაილიდან ერთ-ერთი რუსთავი 2-ს ეხება. დეპუტატების გარდა, შეტყობინება ეგზავნებათ პროკურატურისა და უშიშროების წარმომადგენლებს და ასევე ივანიშვილის დეიდაშვილს – უჩა მამაცაშვილს.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...