მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა 13 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას...

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა 13 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა- საია კვლევას ასაჯაროებს

Published on

საია-ს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების კანონთან შესაბამისობის საკითხით უნდა დაინტერესდნენ, რადგან შესაძლოა ეს ფაქტი, მუნიციპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოხელეების მხრიდან, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. აღნიშნული ვარაუდის საფუძველს საიას მიერ მომზადებული კვლევის შედეგები იძლევა. კერძოდ: 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს, ზვიად ნაზღაიძე არ წარმოდგენდა, თბილისში ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრეს და არც ოფციის უფლება გააჩნდა ქონებაზე. შესაბამისად, ზვიად ნაზღაიძე არ დაზარალებულა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს; თბილისის მუნიციპალიტეტმა, ზვიად ნაზღაიძისათვის, თბილისში, ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების ჩამორთმევის დროს უსაფუძვლოდ გამოიყენა – საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი; არც ერთ სამართლებრივ აქტსა და ამ აქტებთან დაკავშირებულ ოფიციალური დოკუმენტებში არ არის დასაბუთებული, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისას – საზოგადოებრივი საჭიროება და/ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა."საია-ს კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა „28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება“ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზვიად ნაზღაიძისათვის გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების სახელით ჩამორთმეული და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების სამართლებრივ მხარეს ეხება."ზვიად ნაზღაიძეს, უსაფუძვლოდ გადაეცა, თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა #5-ში მდებარე 5001 კვ.მ. უძრავი ქონება; სავარაუდოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, მუნიციპალიტეტის მიერ, ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971,260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გადაცემის თაობაზე", – ნათქვამიას საია-ს კვლევაში.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...