ძლიერი ქარი, გადახდილი სახურავები და წაქცეული ხეები

0
416
საქართველოში ძლიერი ქარია. სტიქიის პირველი ნიშნები ქალაქ გორში დაფიქსირდა. გორში სახურავი გადაეხადა აღმაშენებლის გზატკეცილზე მდებარე კერძო სახლს და შინდისის გზატკეცილზე მდებარე საწარმოს.​გორის შემდეგ სტიქია თბილისშიც დაფიქსირდა. თბილისში ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რამდენიმე გამოძახება შევიდა. ასევე, დიღომში, „გუდვილთან“ ავტომობილს ხე დაეცა.​თბილისში ძლიერმა ქარმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერი ჩამოაგდო.

საქართველოში ძლიერი ქარია. სტიქიის პირველი ნიშნები ქალაქ გორში დაფიქსირდა. გორში სახურავი გადაეხადა აღმაშენებლის გზატკეცილზე მდებარე კერძო სახლს და შინდისის გზატკეცილზე მდებარე საწარმოს.

​გორის შემდეგ სტიქია თბილისშიც დაფიქსირდა. თბილისში ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რამდენიმე გამოძახება შევიდა. ასევე, დიღომში, „გუდვილთან“ ავტომობილს ხე დაეცა.

​თბილისში ძლიერმა ქარმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერი ჩამოაგდო.

წინა სტატიაა.ო “საუნჯე” გარევაჭრობის რეგულაციებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს
შემდეგი სტატიაპროფკავშირები უმუშევარი მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემის მოდელზე მუშაობენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური